„ევროპული საქართველო“ საკრებულოს შენობასთან 16:00 საათზე აქციას გამართავს

ვითარება თბილისის საკრებულოს შენობასთან – დღეს დეპუტატებმა კენჭი უნდა უყარონ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის მიწის ორი ფართობის გადაცემის საკითხს, საუბარია მიწის ფართობებზე თაბორის მთასა და თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე.

საკრებულოს სხდომა დღეს 16:00 საათზეა ჩანიშნული, რომლის პარალელურადაც „ევროპული საქართველო“ აქციას გამართავს.

14:00 საათზე საკრებულოს შენობასთან აქციას გამართავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“.

საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დღევანდელ სხდომას მხოლოდ დეპუტატები დაესწრებიან, სხდომას ვერ დაესწრებიან სამოქალაქო პირები და პარლამენტის დეპუტატები. შენობასთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის ასობით თანამშრომელი.

banner
წინა სტატიაშიროსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული, რომელიც პოლიციას გაექცა, დაკავებულია
შემდეგი სტატია„ყველანაირი საშვი, მაშვი, შაშვი, პროპუსკი, აუსვაისი და ა.შ. გაუქმებულია“ – დავით ზურაბიშვილი საკრებულოში არსებულ სიტუაციაზე