„ევროპული საქართველო“ სახალხო დამცველის კანდიდატურის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს

„ევროპული საქართველო“ სახალხო დამცველის კანდიდატურის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრი ოთარ კახიძე ამბობს, ამ გადაწყვეტილების მიზეზი არა ნინო ლომჯარიას პერსონა, არამედ პოლიტიკური პროცესით უკმაყოფილებაა.

„ევროპულ საქართველოს“ რაიმე სახის პერსონალური პრობლემა ნინო ლომჯარიასთან არ აქვს. ჩვენ გვაქვს პრობლემა იმ მიდგომასთან, რომელიც აქვს უმრავლესობას ამ საკითხთან დაკავშირებით. იმის ნაცვლად, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები შეხვედროდნენ და გასაუბრებოდნენ ყველა კანდიდატს, რომელიც წამოაყენა არასამთავრობო სექტორმა, მათ დახურულ კარს მიღმა რაღაც გადაწყვეტილება მიიღეს და ახლა, თითქოს ამ გადაწყვეტილების ფორმალურად ითხოვენ თითქოს, რაც ჩვენთვის მიუღებელია.

არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა საპარლამენტო უმცირესობასთან, შესაბამისად ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

ამასთან, მისი აზრით, ნინო ლომჯარია ღირსეული სახალხო დამცველი იქნება.
შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ევროპული საქართველო აღნიშნულ პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას, კახიძე ამბობს, რომ ამგვარი რამ არ იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძემ გიორგი კვირიკაშვილსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მადლობა გადაუხადა
შემდეგი სტატიანინო ბურჭულაძე – არ არის გამორიცხული, აჰმედ ჩატაევს თავი შაჰიდის ქამრით აეფეთქებინა