“ევროპული საქართველო” რჩება ოპოზიციური ბრძოლის წინახაზზე და ჩვენი ამოცანა იქნება -მშვიდობიანად, არჩევნების გზით გავისტუმროთ “ქართული ოცნება”

“ევროპული საქართველო” რჩება ოპოზიციური ბრძოლის წინახაზზე და ჩვენი ამოცანა იქნება -მშვიდობიანად, არჩევნების გზით გავისტუმროთ “ქართული ოცნება – ამის შესახებ განცხადება, “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ, პოლიტსაბჭოს სხდომაზე საუბრისას გააკეთა.

“ევროპული საქართველოს” ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. პოლიტსაბჭოს წევრებმა პოლიტიკური გეგმები განიხილეს, საპროტესო აქციების დაგეგმვისა და ნებისმიერი საარჩევნო მოდელით არჩევნებში მონაწილეობის ჩათვლით. პარტიის ლიდერების თქმით, ევროპული საქართველო ოპოზიციური ბრძოლის წინა ხაზზე რჩება და გუნდის ამოცანა “ქართული ოცნების” მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეცვლა იქნება.

“დღეს პარტიაში განვიხილეთ ჩვენი სამომავლო სტრატეგია და ბრძოლის გეგმები, ევროპული საქართველო რჩება ოპოზიციური ბრძოლის წინახაზზე და ჩვენი ამოცანა იქნება -მშვიდობიანად, არჩევნების გზით გავისტუმროთ ქართული ოცნება. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, ნებისმიერ სისტემაში იქნება ეს ახალი შეთანხმებული სისტემა თუ იქნება დღევანდელი სისტემა ჩვენ მზად ვართ ქართული ოცნების დასამარცხებლად. მიმდინარეობს კოორდინაცია და შეთანხმება ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე ოპოზიციაში, დღეს გავიარეთ კონკრეტული პარტიული აქტივობების გეგმა, ჩვენი კონკრეტული შიდა საკითხები, რომელიც შეეხება სიის ფორმირებას, მაჟორიტარების დასახელებას და მინდა გითხრათ რომ პარტიაში არის ერთსულოვნება, ყველა მზად არის საბრძოლველად და ჩვენი ამოცანაა მშვიდობიანად, მშვიდად ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას ის გუნდი, რომელმაც უკუსვლის და პრობლემების მეტი ვერაფერი ვერ მოუტანა საქართველოს” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

“ევროპული საქართველოს” ერთ ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ევროპულ საქართველოში შეხედულებების სრული თანხვედრაა და აპირებენ საქმის ბოლომდე მიყვანას.

“პოლიტსაბჭოზე ამ წლის ძირითადი გამოწვევები განვიხილეთ. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვგეგმავთ როგორც ეფექტური საპროტესტო ტალღის ისე საარჩევნო კამპანიის დაგეგმვას. ევროპულ საქართველოში შეხედულებების სრული თანხვედრაა და ვაპირებთ საქმის ბოლომდე მიყვანას”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ

banner
წინა სტატიაშისვანტე კორნელი: “მთავრობამ არაერთი სამწუხარო გადაწყვეტილება მიიღო… საქართველო მზარდად არასტაბილურ ქვეყანად იქცა”
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : წელს ჩვენ ვიწყებთ ადამიანის უფლებების გრძელვადიანი სტრატეგიის ახალ ეტაპზე მუშაობას