“ევროპული საქართველო” პრემიერს პარლამენტში იბარებს

„ნაციონალური მოძრაობის“ პარალელურად პარლამენტში ინტერპელაციის წესს „ევროპული საქართველოც“ გამოიყენებს. პარტია საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრს იბარებს. ელენე ხოშტარიას განცხადებით, მამუკა ბახტაძეს მოუწევს პასუხების გაცემა, როგორც ქვეყანაში არსებულ მძიმე წინასაარჩევნო გარემოზე, ასევე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე.

„პრემიერ-მინისტრი ჩვენ ყველამ ვიცით სამწუხაროდ, რომ არის ნომინალური. ის არც გადაწყვეტილებებს არ იღებს პრაქტიკულად არც ერთ საკითხზე. აი ამ გაყალბების ტავი რა თქმა უნდა ყველაფრის არის ბიძინა ივანიშვილი. მას დამორჩილებული მერე უსაფრთხოების სამსახურები. აი ეს სისტემა არის მოსანგრევი. რა თქმა უნდა პრემიერ-მინისტრი წესით და კანონით, რაზეც უნდა იყოს დაყრდნობილი ქვეყანა, როდესაც ესეთი რამე ხდება ქვეყანაში რა თქმა უნდა, უნდა პასუხი ამაზე აგოს. ჩვენ ყველას აბსოლუტურად, ვინც არის პასუხისმგებელი არჩევნებზე, დაწყებული შს მინისტრი იქნება ეს, ცესკო-ს თავმჯდომარე, ყველა ვინც ამ პროცესში არის ჩართული რა თქმა უნდა დისკომფორტი უნდა შევუქმნათ აი ამ გაყალბების და უსამართლობების კეთების,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

როგორც ცნობილია ინტერპელაციის წესი ენმ-მაც გამოიყენა. პარტიამ ზუგდიდის მოვლენებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია დაიბარა.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლა, ცემა და დაპირისპირება ზუგდიდში – სახალხო დამცველი პარტიებს მოუწოდებს არ დაუშვან დაძაბულობა
შემდეგი სტატიასაქართველოში მიწისძვრა მოხდა