“მესამე მეოთხე რიგის გამავრცელებელს აძლევენ პასუხისგებაში და რეალური დამკვეთი რჩება ფარდის მიღმა”- კახიძე პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 14, 2019 10:15

“მესამე მეოთხე რიგის გამავრცელებელს აძლევენ პასუხისგებაში და რეალური დამკვეთი რჩება ფარდის მიღმა”- კახიძე პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე

“ევროპული საქართველო” პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე ყოფილი სპეცრაზმელის, ზაალ ლატარიას დაკავების ფაქტს ეხმაურება.
ოთო კახიძის თქმით, გამოძიებამ ყველა გადაწყვეტილება შესაბამისად უნდა დაასაბუთოს.

„ეჭვი ჩნდება, რომ ამ შემთხვევაშიც ანალოგიურის გაგრძელებასთან ხომ არ გვაქვს საქმე. ყველა ქმედება, რომელსაც გამოძიება ახორციელებს უნდა იყოს კარგად დასაბუთებული და არ უნდა დარჩეს საზოგადოებას განწყობა, რომ მესამე მეოთხე რიგის გამავრცელებელს აძლევენ პასუხისგებაში და რეალური დამკვეთი რჩება ფარდის მიღმა,“-ამბობს ოთარ კახიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადების თანახმად, სამართალდამცველებმა, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით, კიდევ ერთი პირი – 1975 წელს დაბადებული ზაალ ლატარია დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩხრეკა ჩაატარა.

უწყების ცნობითვე, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 14, 2019 10:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,001
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics