“ევროპული საქართველო” პარლამენტს იუსტიციის საბჭოს 3 არამოსამართლე წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიმართავს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 12, 2019 14:41

“ევროპული საქართველო” პარლამენტს იუსტიციის საბჭოს 3 არამოსამართლე წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიმართავს

”თავისუფალი დემოკრატებისა” და “ევროპული საქართველოს” საარჩევნო ბლოკის მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის შალვა შავგულიძის ინიციატივით, “ევროპული საქართველო” პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის – შოთა ქადაგიძის, ლევან გზირიშვილისა და ზაზა ხარებავასთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიმართავს.

ინიციატორთა განცხადებით, აღნიშნულმა პირებმა 2018 წლის დასასრულს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებთან ერთად, საქართველოს პარლამენტს თვითნებურად წარუდგინეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10 ადამიანისგან შემდგარი სია, ყოველგვარი კანონიერი პროცედურისა და განსაზღვრული კრიტერიუმების გარეშე.

მათივე შეფასებით, შოთა ქადაგიძეს, ლევან გზირიშვილს და ზაზა ხარებავას არათუ არ უცდიათ რაიმე ქმედითი ნაბიჯის გადადგმა შესაბამისი კრიტერიუმებისა და პროცედურების ჩამოსაყალიბებლად, არამედ მეტიც – მათ კითხვაც კი არ დაუსვამთ, თუ ვინ, როგორ და რა პრინციპით შეარჩია დასახელებული კანდიდატები.

“მათ ისე დაუჭირეს მხარი შემოთავაზებულ კანდიდატებს, რომ საერთოდ არ გამოუთქვამთ დაინტერესება, რომ ფორმალურად მაინც გასაუბრებოდნენ იმ 10 პირს, რომლებიც ჩამოწერილი იყვნენ იუსტიციის საბჭოს მდივნის მიერ წარმოდგენილ ფურცელზე. შოთა ქადაგიძემ, ლევან გზირიშვილმა და ზაზა ხარებავამ ამით დაადასტურეს მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანისადმი უპირობო მორჩილება, რაც ცხადყოფს, რომ ისინი მინიმალურ დონეზეც კი არ ასრულებენ საკუთარ მოვალეობას, შესაბამისად, მათ ვადაზე ადრე უნდა შეუწყდეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უფლებამოსილება”, – აცხადებენ “ევროპულ საქართველოში“.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 12, 2019 14:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,992
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics