ევროპული საქართველო მერობის კანდიდატს 27 მაისს პარტიის ყრილობაზე დაასახელებს

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ვეროპული საქართველო მერობის კანდიდატს 27 მაისს, თბილისში გამართულ პარტიის ყრილობაზე დაასახელებს.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. ჩვენი ქალაქების წინაშე დგას ძალიან დიდი პრობლემები, რომელთა გადაწყვცეტასაც სერიოზული ადამიანები სჭირდება. ჩვენ აქტიურად განვიხილავთ თბილისის მერობის კანდიდატს, რომელიც აუცილებლად გვეყოლება. ეს საკითხი გადაწყდება შიდა დემოკრატიული წესით, რაც განუყოფელი ნაწილია ევროპული საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების. ევროპულ საქართველოს ბევრი ისეთი ლიდერი ჰყავს, რომელიც შეძლებს რომ იყოს თბილისის ღირსეული მერი. სხვა ქალაქის და მათ შორის თბილისის მერობის კანდიდატს ჩვენ დავასახელებთ 27 მაისს, თბილისში გამართულ პარტიის ყრილობაზე,’’- განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.

banner
წინა სტატიაშიერდოღანმა ობამას მოტყუებაში დასდო ბრალი
შემდეგი სტატიაშავ ზღვაში ნაპოვნ სამ გარდაცვლილს შორის საქართველოს მოქალაქე არ აღმოჩნდა