“ევროპული საქართველო” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამით გამოდის

“ევროპული საქართველო” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამით გამოდის რაც ძირითადად 2 პრონციპს ეყრდნობა:
“ქართული ოცნების” 5-წლიანი მმართველობის შედეგები მძიმედ აისახა საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე. სახეზეა ეკონომიკური სტაგნაცია, ფასების ზრდა, ცხოვრების გაძვირება. მოქალაქეთა უმრავლესობას აწუხებს უმუშევრობა, დაბალი შემოსავლები, გაზრდილი ხარჯი.

მთავრობის მიერ გადასახადების გაზრდა ასიათასობით ოჯახმა იგრძნო საკუთარ შემოსავლებზე. ამან კიდევ უფრო დაამძიმა მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობა, რომელიც ეკონომიკური ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნის, მოქალაქეთა შემოსავლების მატების ძირითადი წყარო უნდა იყოს.

“ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა 2 ძირითად პრინციპს – გადასახადების შემცირებასა და სამთავრობო ხარჯების შეკვეცას ეყრდნობა. პროგრამის 7 პუნქტი გულისხმობს, რომ:

1. ბენზინზე, დიზელსა და გაზზე აქციზი განახევრდეს

2. დღიურად 550 ლარამდე საშუალო ბრუნვის მქონე ბიზნესი არ დაიბეგროს; ასეთმა ბიზნესმა არ გადაიხადოს დღგ

3. უძრავი ქონების გასხვისების გადასახადი გაუქმდეს

4. საშემოსავლო გადასახადმა დაიწიოს 2018 წლიდან – 15%-მდე, 2019 წლიდან – 12.5%-მდე, 2020 წლიდან – 10%-მდე

5. განაწილებული მოგების გადასახადი შემცირდეს 10%-მდე

6. იმპორტის გადასახადი გაუქმდეს

7. საპროცენტო სარგებელზე გადასახადი გაუქმდეს

“ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება შეღავათს მისცემს ათასობით მაღაზიას, კვების ობიექტს, საშენი მასალების მცირე საამქროს, საცხობს, სილამაზის სალონის, მანქანის სახელოსნოს, სახერხსა და სხვა წვრილ საწარმოს, აგრეთვე, გარე მოვაჭრეებს და, ჯამში, შედეგად მოგცემს:

ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, სამუშაო ადგილების შექმნას, კეთილდღეობის ზრდას”- აღნიშნულია “ევროპული საქართელოს” პროგრამაში.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა კამერების თვალწინ დაკვეთა მისცა გამოძიებას – სამადაშვილი
შემდეგი სტატიაომბუდსმენი პოლიტიკურად აქტიური პირების ოჯახის წევრების დაკავების ფაქტებს საეჭვოდ მიიჩნევს