„ევროპული საქართველო“ მართლმსაჯულების რეფორმის საკითხზე რამდენიმე ინიციატივით გამოდის

„ევროპული საქართველო“ მართლმსაჯულების რეფორმის საკითხზე რამდენიმე ინიციატივით გამოდის.

მათი ინიციატივით, პარლამენტმა მიიღოს დადგენილება, რომლითაც მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მათ მიერ გამჭვირვალე პროცედურებისა და შესაბამისი კრიტერიუმების დადგენის გარეშე წარმოდგენილი სიის უკან გაწვევის თაობაზე.

ამავე ინიციატივით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმებად დამატებით განისაზღვროს: ა) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევა, რომელშიც იკვეთება კანდიდატის როლი; ბ) ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების კრიტიკული დასკვნები და გადაწყვეტილებები, რომლებიც უკავშირდება კანდიდატის მიერ მიღებულ აქტებს.

კანდიდატების კანონმდელობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, იურიდიულ კომიტეტთან შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, შემდეგი წესით: ა) მის მუშაობაში, დეპუტატების გარდა, ჩაერთონ ადვოკატთა ასოციაციის, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები; ბ) ჯგუფს ჰქონდეს უფლება, საჭიროებისამებრ, გაესაუბროს კანდიდატებს; გ) ჯგუფის მიერ შემუშავებული დასკვნა გასაჯაროვდეს და წარედგინოს იურიდიულ კომიტეტს განსახილველად“, – აღნიშნულია ინიციატივაში.

ამავე ინიციატივის მიხედვით, პარლამენტის რეგლამენტში დეტალურად გაიწეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესი.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ყატარში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა
შემდეგი სტატიაჯორჯ ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებულ თარგებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება