„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს

“ევროპული საქართველო” რუსეთის ტურისტული ემბარგოს ფონზე ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს. პარტია მთავრობას მოუწოდებს დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „Ryanair“- თან კონტრაქტი დროულად გააფორმოს.

“ევროპული საქართველოს” წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, ხელისუფლებას რომ ეს უფრო ადრე, 2013 წელს გაეკეთებინა, რუსეთის მიერ ემბარგოს დაწესება ქვეყნისთვის ასეთი მტკივნეული აღარ იქნებოდა.

„რუსეთის ფედერაციის მიერ ფრენების აკრძალვამ საქართველოში დაგვანახა, თუ რაოდენ მცდარი იყო „ქართული ოცნების“ მიერ ფსონის დადება რუსეთის ეკონომიკაზე. ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ მთავრობას, რომ აღარ გააჭიანუროს ფლაგმან დაბალბიუჯეტიან ავია კომპანიასთან „Ryanair“- თან კონტრაქტის ხელმოწერა. მოაწეროს ხელი ამ კონტრაქტს და გაიყვანოს ქუთაისი აეროპორტი დაგეგმილ სიმძლავრეზე. „Ryanair“-ს ქუთაისში ფრენა უნდა დაეწყო 2013 წელს და დღეს ცხადია, ბევრად უფრო ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა ეს ამბავი და ბევრად უფრო დიდი შემოსავალი ექნებოდა საქართველოს,“- განაცხადა კანდელაკმა.

გიორგი კანდელაკის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის გაფართოება ერთწლიანი ჩამორჩენით მიმდინარეობს, ამიტომ ახალი ავიაკომპანიები ოპერირებას ვერ ახერხებენ. ასევე, „Wizzair“-ი არ ამატებს რეისებს იმ ინტენსივობით, რაც თავად კომპანიას სურს.

banner
წინა სტატიაში,,გახარიას გადაყენება კიდევ ერთი გამაღიზიანებელი ფაქტორი იქნება რუსეთისათვის, რომელსაც ივანიშვილმა იმედები არ გაუმართლა”
შემდეგი სტატია“მზად ვიყავი ნებისმიერ გადაწყვეტილებისთვის, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის დატოვებისთვის” – მარიამ ჯაში