“ევროპული საქართველო” ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში იბარებს

“ევროპული საქართველო” ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე იბარებს. საპარლამენტო უმცირესობას შეკითხვები, სოციალურ მუშაკთა სამსახურთან დაკავშირებით აქვს.

„ბავშვთა დაცვის და ასევე სოც მუშაკების სფეროში ჩვენ გვაქვს სერიოზული სისტემური კრიზისი. ჩვენ არ მოგვისმენია ჯერჯერობით ჯანდაცვის სამინისტროს რაიმე მწყობრი პოზიცია თუ რის შეცვლას აპირებს, რა სერვისების დამატებას აპირებს. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჯანდაცვის კომიტეტის უახლოეს სხდომაზე დავიბაროთ ჯანდაცვის მინისტრი და ამ საკითხზე მოხდეს სეროზული მსჯელობა,“ – აცხადებს უმცირესობის ერთ ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშიგია ჟორჟოლიანი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აანონსებს
შემდეგი სტატიაენმ მცირე მეწარმეებისთვის საგადასახდო შეღავათების დაწესებას ითხოვს