„ევროპული საქართველო“ ია კერზაიას საქმეზე პარლამენტში საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფის შექმნას მოითხოვს

region
ავტ.: region აგვისტო 24, 2019 13:27

„ევროპული საქართველო“ ია კერზაიას საქმეზე პარლამენტში საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფის შექმნას მოითხოვს

პარტია „ევროპული საქართველო“ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას საკითხზე გამოძიების შეწყვეტას უსაფუძვლოს უწოდებენ და უახლოეს პერიოდში პარლამენტში საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფის შექმნას მოითხოვს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, სერგო რატიანმა განაცხადა, ჯგუფის შექმნის შემდეგ, პარტია კერზაიას საქმის თაობაზე სამოქმედო გეგმას განსაზღვრავს.

„ამ საქმეში ბრალი ედება განათლების სამინისტროსა და აუდიტის სამსახურს, ასევე ფიგურირებს გიორგი გახარია, რომელიც არჩევნების დროს სამეგრელოში იყო მივლენილი. კერზაიას საქმე პირდაპირ ასახავს, პოლიტიზებულ სიტუაციას, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაშია შექმნილი. განათლების სამინისტრო აუდიტის სამსახურს იყენებს სადამსჯელო საშუალებად, რაც გამოვლინდა ია კერზაიას საქმეშიც”, – განაცხადა სერგო რატიანმა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიების შედეგად, ქალაქ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება – დანაშაულის არარსებობის გამო საქმეზე გამოძიება შეწყდა. საქმე ეხება ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას განცხადების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას.

ბაჩანა შენგელიას შეფასებით, პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს საქმე არ გამოეძიებინა. ის აპირებს, სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს.

region
ავტ.: region აგვისტო 24, 2019 13:27

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,410
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics