“ევროპული საქართველო” გარეჯში მომხდარზე – ივანიშვილის რეჟიმის წახალისებული დანაშაულებების გაგრძელება

“ევროპული საქართველო” ივერი მელაშვილსა და “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმაურება და წერს, რომ მომხდარი “ივანიშვილის რეჟიმის” მიერ წახალისებული და დაუსჯელი დანაშაულებების გაგრძელებაა.

პარტიის განცხადებით, ინციდენტი ადასტურებს, რომ ხელისუფლება არ აპირებს იმ სულისკვეთებისა და ქმედებების შეცვლას, რითაც ქვეყანას აქამდეც მართავდა.

​”გუშინ გარეჯის მონასტერთან ივერი მელაშვილსა და ტვ მთავარის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ეს ივანიშვილის რეჟიმის მიერ წახალისებული და დაუსჯელი დანაშაულებების ბუნებრივი გაგრძელება და მათი ნაწილია. ეს ამბავი ისევე როგორც პარლამენტის მიერ აქტივისტების წინააღმდეგ გამკაცრებული კანონმდებლობა, ადასტურებს რომ ხელისუფლება არ აპირებს იმ სულისკვეთების და მეთოდების შეცვლას, რითაც აქამდე მართავდა ამ ქვეყანას.

ამავე კონტექსტის განუყოფელი ნაწილია ქართული ოცნების მორჩილი პოლიციისა და სასამართლოს მიერ ფირუზ წულუკიძის, რეზო წულუკიძისა და ირაკლი ჭელიძის დაკავება. ამ ადამიანებმა რიონის ხეობაში პროტესტის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ამას კი ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციის მოწყობა და მათი დაკავება მოჰყვა. ეს და მსგავსი საქმეები აშიშვლებს ხელისუფლების სურვილს კვლავ ძალადობის, პოლიტიკური დევნის, სიცრუის და სიძულვილის პროპაგანდის დახმარებით მართოს ქვეყანა”,-ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელია „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
შემდეგი სტატიაბოკერია გარეჯში მომხდარზე – მომხდარი ფაქტი არის ოპონენტების წინააღმდეგ ამ სიძულვილის კამპანიის შედეგი