“ევროპული საქართველო” განათლების მინისტრს პარლამენტში იბარებს

“ევროპული საქართველო” განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. განცხადება ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა გააკეთა. საკითხი რაზეც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს საუბარი სურთ, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორზე განხორციელებული პოლიტიკური ზეწოლაა.

„ევროპული საქართველო“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილისგან ასევე ითხოვს პასუხს , რატომ არ გაითვალისწინა უწყებამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაცია.

„ევროპულ საქართველოს“ განათლების მინისტრი უმცირესობასთან შესახვედრად დაბარებული ჰყავდა და ჰყავს. დღემდე პასუხი არ მიგვიღია. ამის მაგივრად, განათლების კომიტეტმა და განათლების სამინისტრომ შემოგვთავაზა, რომ კომიტეტზე აუდიტის ანგარიშის განხილვა ყოფილიყო. სინამდვილეში, დღეს მთავარი პრობლემა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში მომხდარი ტრაგედიის განხილვაა. კომიტეტზე განხილვა გადადებულია. ეს ჩვენგან, პირველ რიგში, როგორც გაჭიანურება აღიქმება. აუდიტის სამსახურის უფროსი აქამდე გათავისუფლებული უნდა ყოფილიყო, რადგან ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შემსწავლელმა კომისიამ დასკვნა და რეკომენდაცია დადო, რომლის თანახმადაც აუდიტის სამსახურის უფროსი ანგარიშს კი არ უნდა კითხულობდეს, არამედ უკვე გადამდგარი უნდა იყოს. ჩვენი მოთხოვნაა, მინისტრმა გაგვცეს პასუხი, რატომ არ გაითვალისწინა კომისიის დასკვნა“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიცესკო-ს თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს
შემდეგი სტატიასაჭიროების შემთხვევაში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს 24-საათიან რეჟიმში გადავიყვანთ, ოჯახის ექიმებს კი ავტომობილებით უზრუნველვყოფთ