„ევროპული საქართველო“ გაერთიანებულ ოპოზიციას თბილისის ოთხ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატებად ელენე ხოშტარიას, შალვა შავგულიძის, გიორგი ვაშაძისა და შალვა ნათელაშვილის კანდიდატურებს სთავაზობს

„ევროპული საქართველო“ გაერთიანებულ ოპოზიციას თბილისის ოთხ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატებად ელენე ხოშტარიას, შალვა შავგულიძის, გიორგი ვაშაძისა და შალვა ნათელაშვილის კანდიდატურებს სთავაზობს.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, თბილისში ორ მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის კანდიდატების ამ ეტაპზე გადანაწილება არ მომხდარა შეგნებულად, სპეციალური განზრახვით.

„მთელი განვლილი პერიოდის განმავლობაში „ევროპულ საქართველოს“ ჰქონდა ინტენსიური, ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები და ამ კონსულტაციების შედეგად დღეს უკვე ერთიან ოპოზიციურ ფორმატს შევთავაზებთ შემდეგ კანდიდატებს: ვაკეში ელენე ხოშტარია, მთაწმინდაზე შალვა შავგულიძე, ისანში გიორგი ვაშაძე, ნაძალადევში შალვა ნათელაშვილი.

რატომ ოთხი კანდიდატი და არა ექვსი, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივი იყო, რომ ექვსივე ადგილი გადაგვენაწილებინა მონაწილე პარტიებს შორის და შეგვევსო, მაგრამ ეს არ ყოფილა ჩვენი მიზანი, ჩვენი მიზანი და ამოცანაა, ამომრჩეველს ჰქონდეს რაც შეიძლება მრავალფეროვანი არჩევანი თბილისში, გამოჩნდეს, რომ ოპოზიციის კანდიდატები არ არის მხოლოდ პარტიული ნიშნით შერჩეული კანდიდატები, ეს არის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ერთიანობა „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად. ამიტომ, ორი ადგილის გადანაწილება არ მომხდარა ამ ეტაპზე შეგნებულად, სპეციალური განზრახვით და ეს საშუალებას მოგვცემს, გავაგრძელოთ კონსულტაციები უკვე სხვა პოლიტიკურ პარტიებთან მათი ჩართვის მიზნით, ასევე რაც უფრო მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივად ცნობად სახეებთან და არა პოლიტიკურ ფიგურებთან, რათა შეიქმნას საზოგადოებრივი და პოლიტიკური ერთიანობის განცდა, ამომრჩეველს ჰქონდეს მრავალფეროვანი და არა მხოლოდ პარტიული სურათი თბილისის არჩევნებში“, – განაცხადა ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის გადაწყვეტილებით, დასაშვები ხდება ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, ასევე ღია ცის ქვეშ ჩატარებადი ყველა სათავგადასავლო აქტივობა
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი : ვფიქრობ, ოპოზიციაში ყველა აცნობიერებს, რომ ოლიგარქიული და პლუტოკრატიული რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად ერთიანი პოზიციის დაცვა აუცილებელია