ევროპული საქართველო „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის შედეგებს ეხმაურება

„ევროპულ საქართველოში“ აღნიშნავენ, რომ მოქმედი ხელისუფლების მიმართ საზოგადოების უკმაყოფილება სიახლე არ არის. ელენე ხოშტარიას თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს პრობლემებიდან გამოსვლის კონკრეტული გზა შესთავაზო
’’ნათლად ჩანს ამ კვლევაშიც არაფერი სიახლე არ არის . ადამიანები არიან უკმაყოფილოები დღევანდელი მთავრობით. ერთ – ერთი ციფრი არის მეტყველი თბილისში სამჯერ მეტია უარესად ვიდრე უკეთესად , აქ მთავარი არის სხვა. მთავარი არის, ადამიანებს შევთავაზოთ გამოსავალი იმ წვავე პრობლემებთან დაკავშირებით. პირველი , ეს არის უმუშევრობა, მეორე ,ეს არის სიღარიბე, თბილისში არის ჰაერის დაბინძურება, გადატვირთული მოძრაობა, პარკინგის პრობლემა. ჩვენი ამოცანაა ოპოზიციის, არა დავტკბეთ იმით რომ ხალხი უკმაყოფილოა მთავრობით, ეს ჩვეულებრივი მოცემულობაა. არამედ კონკრეტული გამოსავალი შევთავაზოთ ყველა ამ მიმართულებით. სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი პროგრამა, სამუშაოების შექმნას , სოცილაური დახმარების და პენსიის ზრდას, პარკინგის, ტრანსპორტის განტვირთვას და ჰაერის დაბინძურების პრობლემების მოგვარებას.’’ – განაცხდა ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ

banner
წინა სტატიაშისერიული ჰაკერული შეტევების შედეგად, პარალიზებულია საქართველოს ლეიბორისტული პარტიის საიტი
შემდეგი სტატიაკინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი პროექტი განხორციელდება