ხელშეკრულება “გაზპრომთან” – “ევროპული საქართველო” ენერგეტიკის მინისტრს პარლამენტში იბარებს

საპარლამენტო უმცირესობა ენერგეტიკის მინისტრს პარლამენტში იბარებს. საქმე ამჯერადაც “გაზპრომთან” გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხება. “ევროპულ საქართველოში” აცხადებენ, რომ ამ თემაზე არაერთი კითხვა ამ დრომდე პასუხგაუცემელია. ოპოზიცია კახი კალაძესთან გაზის ტარიფის მოსალოდნელ გაძვირებასთან დაკავშირებით საუბარსაც გეგმავს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ დავაყენეთ ეს საკითხი. ერთი, რომ ვფიქრობთ ეს არის პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის უპატივცემულობა და მეორე ეს არის პრაგმატული საკითხი, ჩვენ გვაინტერესებს და მოსახლეობასაც აინტერესებს რა ხდება რეალურად,“-განაცხადა გიგი წერეთელმა.

banner
წინა სტატიაში“ორ საათზე გელოდებით ქ.თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან. იქ გეტყვით ჩემს სამოქმედო გეგმას”
შემდეგი სტატიაუაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს