“ევროპული საქართველო” აქციზის გაუქმების მოთხოვნით აქციას მართავს

“ევროპული საქართველო” აქციზის გაუქმების მოთხოვნით აქციას მართავს. საპროტესტო მსვლელობა თბილისის საკრებულოსთან დაიწყო და დღეს თბილისის სხვადასხვა უბნებში გადაინაცვლებს.

“ევროპული საქართველოს” წევრები ამბობენ, რომ საწვავის ფასი საქართველოში რეკორდულად მაღალია, აქციზის გაუქმების მოთხოვნით კი ის მინიმუმ 40 თეთრით შემცირდება.

“მარტივი ნაბიჯი რომელიც შეუძლია და ვალდებულია გადადგას ნებისმიერმა მთავრობამ ასეთ პირობებში ეს არის გადასახადების დაწევა, საგადასახადო წნეხის შემცირება ყველა მოქალაქისთვის, საწვავი ფასი, რომელიც საერთაშორისო ფასებს რომ თავი დავანებოთ, რომელიც ჩვენი მთავრობის კონტროლის მიღმაა, გაზარდა ივანიშვილის რეჟიმმა, როცა გაგვიზარდა ყველას აქციზის გადასახადი იმისთვის, რომ მეტი ფული ჰქონოდა საკუთარი პოლიტიკური ნეპოტიზმისთვის.

აქციზის გადასახადის გაუქმებით შესაძლებელია ავტომატურად 40 თეთრით შემცირება საწვავზე ფასის, რაც შემდგომში აისახება ყველაფრის ფასზე”, – თქვა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიპირველი არხის განცხადება დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიასასამართლომ “რუსთავი 2-ის” უძრავი ქონება დააყადაღა