„ევროპული საქართველო“ აჭარის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს

„ევროპული საქართველოს“ რიგები პარტიის აჭარის რეგიონული და მუნიციპალიტეტების ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა დატოვეს. განცხადება პარტიის ბათუმის ოფისში აჭარის რეგიონულმა ხელმძღვანელმა რაულ თავართქილაძემ გააკეთა. მან გადაწყვეტილების მიზეზად “ევროპული საქართველოს” მიერ, არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა დაასახელა

„საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენ მხარი დავუჭირეთ ბატონი დავით ბაქრაძის კანდიდატურას და სწორედ „ევროპული საქართველოს“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის დამსახურებით, პარტიამ აჭარაში 15 000-მდე ხმა მოიპოვა. ჩვენი მხრიდან დავით ბაქრაძის კანდიდატურის მხარდაჭერა განპირობებული იყო მისი დიპლომატიური გამოცდილებიდან გამომდინარე და გვჯეროდა, რომ ეს იყო ქვეყნის ევროპული არჩევანი. გვინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა ჩვენს ამომრჩევლებს და ამავდროულად გაცნობოთ იმ გადაწყვეტილების შესახებ, რაც ჩვენმა გუნდმა მიიღო. მეორე ტურში ჩვენთვის მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა. ჩვენ ვემიჯნებით რუსულ სცენარს, სააკაშვილისა და ვარშალომიძის მობრუნებას. ამიტომ, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, სრული შემადგენლობით ვტოვებთ პარტიის აჭარის ორგანიზაციას, მათ შორის ხულოს, ხელვაჩაურის, ბათუმის, ქობულეთის ხელმძღვანელები“, – განაცხადა რაულ თავართქილაძემ.

banner
წინა სტატიაშიაგრესიული შინაარსის ბანერების დამკვეთი წინანდლის ღვინის ქარხნის მფლობელი ალექსანდრე მეგუთნიშვილი აღმოჩნდა
შემდეგი სტატიასოფო ქაცარავა : ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთიდან მიმდინარე საფრთხეებთან გასამკლავებლად საქართველოსთან თანამშრომლობა გააძლიერონ