ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტთან, ვერნერ ჰოიერთან ერთად თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ახალი ოფისები გახსნა.

„ჩემთვის დიდი პატივია დღევანდელ საზეიმო გახსნაში მონაწილეობის მიღება, ჩემს მეგობართან, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტთან ერთად. ვფიქრობ, დღეს მტკიცე ევროპული თანამშრომლობისა და ევროპის გუნდის მნიშვნელობის შესახებ ძლიერი გზავნილი გავაჟღერეთ. მოგეხსენებათ, ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ურთიერთობებს და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ. ჩვენი მეგობრობისა და პოლიტიკური ნების გამოსახატად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობა ამ ქვეყანასთან.“

ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა, ვერნერ ჰოიერმა განაცხადა: „ახალი საერთო ოფისი „ევროპის გუნდის“ თანამშრომლობას უფრო ძლიერსა და ეფექტიანს გახდის. ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა გავუწიოთ დახმარება საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიმართულებით. ევროპის საინვესტიციო ბანკი, როგორც ევროკავშირის ბანკი, მზადაა დახმარების აღმოსაჩენად. ევროკავშირის ინიციატივები, რომლებიც მიმართულია კოვიდ-19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევაზე, კლიმატის ცვლილების შერბილებასა და ადაპტაციაზე და მდგრად განვითარებაზე, მიზნად ისახავს ასეულობით მილიონი ევროს მოცულობის საინვესტიციო შესაძლებლობების უზრუნველყოფას. გასულ წელს მხოლოდ ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის აღსადგენად 170 მილიონი ევრო გამოყო – 70 მილიონი ევრო მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის სესხებზე წვდომის გასაადვილებლად და 100 მილიონი ევრო – პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. მომავალ თვეებსა და წლებში ჩვენ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ“-განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა .

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესის გასაახლებლად
შემდეგი სტატიადიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს