ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ხვალ საქართველოში ჩამოვა

მიშელი ხელმოწერის ცერემონიალი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ხვალ საქართველოში ჩამოვა, – ამის შესახებ შარლ მიშელმა ორბელიანების სასახლეში ონლაინ ჩართვის დროს განაცხადა.

„მაქვს პატივი, გამოვაცხადო, რომ ხვალ ჩამოვალ საქართველოში, რადგან შევხვდე თითოეულ თქვენგანს, რათა გამოვხატო პატივისცემა და თქვენთან ერთად განვიხილო, როგორ გადავდგამთ შემდეგ ნაბიჯებს ერთად, რომ გავაძლიეროთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები. მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას ხვალ“,- აღნიშნა შარლ მიშელმა.

ორბელიანების სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა გაიმართა.

banner
წინა სტატიაშისამნიძე: მჯერა, ამ დოკუმენტის ხელმოწერით შევძლებთ, დამთავრდეს მტრობა
შემდეგი სტატიავაშაძე: დღეს ყველა გამარჯვებული ვართ