5.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 6, 2026
banner

ევროპული საბჭოს მინისტერიალზე “საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მზარდი რეპრესიების” საპასუხო ნაბიჯებს განიხილავენ

ევროპული საბჭოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში, სხვა თემებთან ერთად საქართველოს საკითხს განიხილავენ.

„საბჭო განიხილავს საქართველოში არსებულ ვითარებას და განიხილავს შესაძლო ზომებს ხელისუფლების მიერ მზარდი რეპრესიების საპასუხოდ“ – წერია ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სამიტის ფარგლების ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება და შეხვედრას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგაც დაესწრება.

საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებსა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ახალ შეთანხმებას.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის და ხანის აკადემიის აუდიო-გაკვეთილების სერიას მათემატიკა დაემატა
შემდეგი სტატიაუკომპრომისობა ქოცებთან, კომპრომისი ერთმანეთთან: გიორგი ვაშაძის მორიგი წერილი ციხიდან