ევროპული საბჭო მკაცრად გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ

ევროპული საბჭო ლიდერების სამიტის შედეგებს აქვეყნებს, სადაც საქართველოზეც არის საუბარი.

სამიტის პირველი დღის შემდეგ, ევროკავშირის საბჭომ შემაჯამებელი დოკუმენტი გამოაქვეყნა, სათაურით „ევროკავშირი მსოფლიოში, მდგრადობა, მზადყოფნა, კრიზისების პრევენცია და რეაგირება, მიგრაცია და სხვა საკითხები“, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის საბჭო იმეორებს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი.

„საბჭო წუხილს გამოთქვამს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე.

ევროპული საბჭო მკაცრად გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა აქტი უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავე პირები უნდა დაისაჯონ.

ევროპული საბჭო ხაზს უსვამს ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ქვეყნის გზას გაწევრიანების მიმართულებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ თავისი დღევანდელი მოქმედებების კურსის შეცვლის შემთხვევაში“, – აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშივედანტ პატელი – აშშ მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ მიმდინარე სასტიკ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, ქართველი დემონსტრანტების, მედიის, უფლებადამცველებისა და ოპოზიციური ფიგურების წინააღმდეგ
შემდეგი სტატია“ოცნების” მოლოდინები მთლიანად მცდარია, მათ ჰგონიათ, რომ ტრამპი ღიად “ანტიამერიკული” განწყობის მქონე მთავრობასთან ახლო ურთიერთობას აღადგენს?”- კურტ ვოლკერი