ევროპული საბჭო ევროკომისიას – წარმოადგინეთ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი შემზღუდავი ზომები

ევროკავშირი მოუწოდებს ევროკომისიას და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, წარმოადგინონ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი შემზღუდავი ზომები, მათ შორის ეკონომიკური სანქციები. ამის შესახებ ევროკავშირის მიერ სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სამიტის შემდეგ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები უახლოეს მომავალში, რუსეთთან დიალოგის გამართვის თაობაზე ვერ შეთანხმდნენ.

“ჩვენ კიდევ ერთხელ განვსაზღვრეთ, თუ რა პირობებით გვსურს ურთიერთობა და თანამშრომლობა რუსეთთან. დღეს ვერ მოხდა შეთანხმება მოსკოვთან დაუყოვნებლივი შეხვედრის თაობაზე, მაგრამ პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგის ფორმატის შენარჩუნება და მასზე მუშაობა”, – თქვა მერკელმა.

banner
წინა სტატიაშისამნიძე – მნიშვნელოვანია, მიშელის დოკუმენტის პუნქტები შესრულდეს
შემდეგი სტატიამეგრელიშვილი – ჩემთვის ზუსტად გასაგები არ არის, კონკრეტულად რას ედავებიან „ქართულ ოცნებას”