6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

ევროპული პარტია ALDE გმობს ელენე ხოშტარიასთვის 1.5-წლიანი პატიმრობის მისჯას

ევროპული პარტია, ევროპარლამენტის „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) ელენე ხოშტარიასთვის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გმობს.

„ვგმობთ დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოტანილ 1.5-წლიან განაჩენს. ეს სრულად არაპროპორციულია ელენეს დანაშაულისა, გამოხატავდეს სიტყვის თავისუფლებას და სურდეს ნათელი, პროევროპული მომავალი საქართველოსთვის.

ელენესა და დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერებისა და აქტივისტების წინააღმდეგ ყველა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება უნდა შეწყდეს.

ქართველებო, თქვენ მარტო არ ხართ!“ – აცხადებს პარტია.

ALDE ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების მისამართით ასევე აცხადებს, რომ „მიზნობრივი სანქციები უნდა გაღრმავდეს“.

banner
წინა სტატიაში2008 წლის აგვისტოს ომზე პოსტისთვის “დოჟდის” ჟურნალისტს დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიაგრიგოლ გეგელია: უნგრეთის დიპლომატიური სამსახურის წევრი იყო პირი, რომელიც რუსეთისთვის ჯაშუშობდა და როგორც ვიგებთ, მანამდე საქართველოში მსახურობდა