ევროპული გზის თვითსაბოტაჟი და ქართველი ხალხის ძალისხმევით მოპოვებული ევროატლანტიკური არჩევანის აშკარა უარყოფაა – ჰელსინკის კომისია “რუსულ კანონზე”

ამერიკელები შესაძლებელია დაყოვნდნენ ავღანეთში

“ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას აშშ-ის ჰელსინკის კომისიაც განცხადებით ეხმაურება და წერს, რომ ეს ევროპული გზის თვითსაბოტაჟია.

“ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე, ევროპული გზის თვითსაბოტაჟი და ქართველი ხალხის ძალისხმევით მოპოვებული ევროატლანტიკური არჩევანის აშკარა უარყოფა.

ეს კანონპროექტი რუსული კანონითაა შთაგონებული და მისი ანალოგია. შემთხვევითი არ არის, რომ მისი ხელახლა ინიცირება რეგიონში მსგავსი კანონმდებლობების მიღების მცდელობების ფონზე ხდება. შემაძრწუნებელია, მაგრამ გასაკვირი არაა, რომ “ქართული ოცნება” კვლავ მიდის ამ გზაზე. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის მიუხედავად,” – ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიFreedom House “ოცნებას” მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაიწვიოს “რუსული კანონი”
შემდეგი სტატიაგერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილე – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან განხილვას სინანულით ვუყურებთ