,,ევროპული დიპლომატიის სირცხვილი,,

14797287_660099194150271_137754784_n,,ევროპული დიპლომატიის სირცხვილი,,-ასე შეაფასეს რუსმა ოპოზიციონერმა ბლოგერებმა ბერლინში ,,ნორმანდიული ოთხეულის,, ფორმატით მიმდინარე შეხვედრაზე, რუსეთის პრეზიდენტის გვერდით მისი თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის გამოჩენა.
საქმე იმაში გახლავთ, რომ ვლადისლავ სურკოვი ევროკავშირის მიერ სანქცირებულ პირთა სიაშია შეყვანილი და მას ევროკავშირში შესვლა ეკრძალება.
შეგახსენებთ, რომ ბერლინში 19 ოქტომბერს საღამოს საათებში დაიწყო ,,ნორმანდიული ოთხეულის,, ფორმატით შეხვედრა, რომელიც უკრაინის კრიზის მოგვარებას ეძღვნება და რომელშიც რუსეთის, უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის პირველი პირები მონაწილეობენ.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი: ცვლილებები ახალ მთავრობაში
შემდეგი სტატია(video) ობიექტივის პირდაპირ ეთერში წყლის მილი გასკდა