ევროკავშირის მიერ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას, ირაკლი კობახიძე “კრიმინალზე პასუხისმგებლობის აღებად” აფასებს.
ასეთ კრიმინალურ აქტებზე პასუხისმგებლობას არ გავიზიარებდი და არ ავიღებდი – ამბობს კობახიძე.
“ოცნების” პრემიერმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დასკვნას რამდენიმე წუთის წინ უპასუხა.
რაც შეეხება დაკავებულებს, დაკავებული არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართულები რევოლუციურ პროცესებში, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმაში. ნუ გამოდის, რომ ევროპული ბიუროკრატია პასუხისმგებლობას იღებს ამ აქტებზე, რასაც ჰქვია აქტები სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და კონტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ, მე ევროპული ბიუროკრატიის ადგილზე რა თქმა უნდა ასეთ კრიმინალურ აქტებზე პასუხისმგებლობას არ გავიზიარებდი და არ ავიღებდი.
რაც შეეხება კანონმდებლობას, თქვენ იცით, რაზე არის საუბარი. საუბარია გამჭვირვალობის შესახებ კანონზე და აქ არავიტარი კრიტიკის საფუძველი არ არსებობს. რეალურად, ჩვენ ამ კანონმა მოგვცა ყველაფრისთვის სახელის დარქმევის საშუალებად ა ეს იყო ამ კანონის მთავარი მიზანი. ყველაფერს დაერქვა თავისი სახელი. სახელი დაერქვა ე.წ. NGO-ებს, სახელი დაერქვა ე.წ. სამოქალაქო საზოგადოებას – უცხოურ აგენტურას დაერქვა რეალურად თავისი სახელი.
მე ამ განცხადებას დავარქმევდი პასუხისმგებლობის აღებას კრიმინალზე და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, როემლიც ხორციელდებოდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ”, – განაცხადა კობახიძემ.


















