„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ წევრებს წინასწარ, უკანონოდ ჰქონდათ „სამართლიანი არჩევნების“ შედეგებზე ინფორმაცია მოპოვებული

region
ავტ.: region დეკემბერი 12, 2020 13:16

„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ წევრებს წინასწარ, უკანონოდ ჰქონდათ „სამართლიანი არჩევნების“ შედეგებზე ინფორმაცია მოპოვებული

როდესაც გაყალბებაზე ვსაუბრობდით, „ევროპული საქართველო“ არასოდეს დავყრდნობივართ „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური გადათვლის შედეგებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ სპიკერმა, თორნიკე დიასამიძემ განაცხადა.

როგორც თორნიკე დიასამიძემ აღნიშნა, „სამართლიანი არჩევნები“ ვერ ზომავს ისეთი ტიპის გაყალბებეს, როგორიც არის ბიულეტენების ჩაყრა.

„სამართლიანი არჩევნები“ ვერ აკონტროლებს კარუსელებს, ძალადობას და სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ წევრებს წინასწარ უკანონოდ ჰქონდათ „სამართლიანი არჩევნების“ შედეგებზე ინფორმაცია მოპოვებული, რადგან ძალიან უცნაურად გააქტიურდნენ ბოლო დღეების განმავლობაში, რათა გადაემოწმებინათ „სამართლიანი არჩევნების“ შედეგები, რითიც მათი აზრით, მახე დაუგეს ოპოზიციას“, – განაცხადა დიასამიძემ.

ცესკო-ს საბოლოო მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმათა 48,22% აქვს მიღებული. ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გუშინ გავრცელებული პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 48,3% -ია, მინიმალური კი – 46,9%. ამდენად, „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს ემთხვევა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 46.5% იყო, მინიმალური კი – 45.1%.

region
ავტ.: region დეკემბერი 12, 2020 13:16