ევროპულ საბჭოზე წევრი ქვეყნები გამოთქვამენ მოსაზრებას იმ შეფასებაზე დაყრდნობით, რომელიც ხვალ გამოქვეყნდება, შეფასებასთან დაკავშირებით კომენტარს დღეს ვერ გავაკეთებ – ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკომისია საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით თავის შეფასებას ხვალ გამოაქვეყნებს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის განხილვის შემდეგ, ერთ კვირაში, ევროპულ საბჭოზე წევრი ქვეყნები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებას.

ჰარცელის თქმით, შეფასებასთან დაკავშირებით დღეს კომენტარს ვერ გააკეთებს.

„ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი. ჯერ კიდევ არ შემიძლია, ზუსტად გითხრათ, როდის გამოაქვეყნებს ევროკომისია თავის მოსაზრებებს. როგორც მესმის, ისინი ჯერ კიდევ მუშაობენ ამაზე, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ისინი გასაჯაროვდება. როგორც ვიცით, ეს მოსაზრებები, რომლებიც მოიცავს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, შემდგომ განხილული იქნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და ერთ კვირაში, ევროპულ საბჭოზე წევრი ქვეყნები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებას იმ შეფასებაზე დაყრდნობით, რომელიც ხვალ გამოქვეყნდება. ჩემთვის შეუძლებელია, გავაკეთო კომენტარი შეფასებასთან დაკავშირებით დღეს, თუმცა მე ვაპირებ ამასთან დაკავშირებით განცხადების ხვალ გაკეთებას, როდესაც ვიხლავთ მათ გამოქვეყნებულს, ასევე ვაპირებ მათ შესახებ დისკუსიაში წვლილის შეტანას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა ევროპის მოედანზე.

banner
წინა სტატიაშიმიმართეთ ხელისუფლებას – პრეზიდენტის პასუხი ნიკა გვარამიაზე
შემდეგი სტატიაჯონ კირბი: დახმარება იარაღის მიწოდებაზე რეკორდული სიჩქარით მიდის