ევროპულ ლიდერებს ჰოლანდიაში რადიკალი მემარჯვენეეების დამარცხება ახარებთ

ევროპაში ჰოლანდიის არჩევნების შედეგები წარადგინეს, სადაც ხმათა დიდი უმრავლესობით მმართველმა მემარჯვენეცენტრისტულმა სახალხო პარტიამ თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის გაიმარჯვა, რომელიც მოქმედ პრემიერს მარკ რიუტეს ეკუთვნის.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა “თბილად მიულოცა მარკ რიუტეს ექსტრემისტებზე გამარჯვება” – ნათქვამია ელისეის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. “ნიდერლანდი, ნიდერლანდი! თქვენ ჩემპიონები ხართ! გილოცავთ დიდებულ გამარჯვებას” – “გერმანიის კანცლერის აპარატის ხელმძღვანელმა პეტერ ალტმაიერმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა.
დათვლილია ბიულეტენების 95%. მმართველმა პარტიამ 150-დან 33 ადგილი აიღო, რაც 8 ადგილით ნაკლებია უკანასკნელ არჩევნებთან შედარებით. უკიდურესად მემარჯვენე პარტიამ, რომელსაც გერტა ვილედრესი ხელმძღვანელობს, 20 ადგილი აიღო, 5-ით მეტი, ვიდრე გასულ ჯერზე.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს საელჩო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგაეროში აშშ-ს ახალი მუდმივი წარმომადგენელი: ჩვენ რუსეთს ვერ ვენდობით