ევროპოლს ეჭვი აქვს, რომ მიგრაციის კრიზისი “ისლამური სახელმწოფოს” ორგანიზებულია

ევროპოლმა გამოძიება დაიწყო “ისლამური სახელმწიფოს” მიერ ევროპაში მიმდინარე სამიგრაციო კრიზისის ორგანიზების დაგეგმვასთან დაკავშირებით -წერს Reuters-ი.

“იმ ინფრმაციების ბაზაზე, რაც ჩვენ გაგვაჩნია, გამოძიებას ვიწყებთ, ტერორისტული ორგანზაცია “ისლამური სახელმწიფო” მიგრანტების ნაკადების იტალიაში გამოგზავნის კონტროლს ახდენს” -განაცხადა იტალიის იუსტიციის მინისტრმა ანდრეა ორლანდომ. მისივე  თქმით, ევროკავშირის პოლიციის სამსახურს ეჭვი აქვს, რომ ისლამისტები მიგრანტების ევროპაში გადაყვანისთვის ფულს იღებდნენ. გარდა ამისა, იტალიელი სპეცსამსახურები არ გამორიცხავენ იმას, რომ ისლამისტები იტალიის ლტოლვილთა ბანაკებში აგრძელებენ თავიანთ მუშაობას.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 2016 წლის მანძილზე ევროპაში 257 ათასი მიგრანტია შესული – ისინი ძირითადად ხმელთაშუა ზღვას იყენებენ მარშრუტად.

banner
წინა სტატიაშიWall Street Journal: ოლანდს რუსეთთან საშიში თამაში მიყავს
შემდეგი სტატიაგერმანიაში მიგრანტებმა ჩხუბი მოაწყვეს (ვიდეო)