ევროპოლმა ერთ კვირაში 314 ადამიანი დააკავა

ევროპოლის ოპერაციისას ერთი კვირის მანძილზე 314 ადამიანი დააკავეს -წერს “დოიჩე ველე”.
მათგან 193 კიბერდანაშაულში იყო ეჭვმიტანილი, 72 – ადამიანებით ვაჭრობაში, 31 კი – არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობაში, 19 – ნარკოტიკების გადაზიდვაზე. სულ 2,8 ტონა კოკაინი ამოიღეს, ასევე 180 ათასი ევრო.
დადგინდა, რომ ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლი 529 ადამიანია. ოპერაციის ფარგლებში 745 მიგრანტი დააკავეს. შემოწმდა 540 ათასი ავტომობილი.
ევროპოლის ოპერაციაში მონაწილეობდა 52 ქვეყანა და ოთხი საერთაშორისო ორგანიზაცია.

banner
წინა სტატიაშიპაკისტანელი ჩაის გამყიდველი საკუთარი გარეგნობის წყალობით ინტერნეტ სენსაცია გახდა
შემდეგი სტატიამხატვარი ნიკო ცეცხლაძე აცხადებს, რომ სამოქალაქო საზოგადოების სახელით გავრცელებულ მიმართვაზე მისი ხელმოწერა გაუგებრობის შედეგია