“ევროპისთვის ამერიკული მშვიდობის ათწლეულები დასრულდა” – გერმანიის კანცლერი

ევროპისთვის „ამერიკული მშვიდობის“ ათწლეულები დიდწილად დასრულდა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა მიუნხენში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

მერცის თქმით, ევროპელები უნდა მოემზადონ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ფუნდამენტური ცვლილებებისთვის.

„პოლიტიკა სურვილების სია არ არის. ტრამპი ერთ დღეში არ მოსულა და ეს ამერიკული პოლიტიკა ერთ ღამეში არ გაქრება. შესაძლოა, შემდეგი პრეზიდენტის დროს ყველაფერი კიდევ უფრო გართულდეს. მოდით, შევამზადოთ საკუთარი თავები იმ ფაქტისთვის, რომ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებშიც ფუნდამენტურ ცვლილებებს ვხედავთ. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენთვის, ევროპისთვის, ასევე გერმანიაში, „ამერიკული მშვიდობის“ ათწლეულები დიდწილად დასრულდა. ის აღარ არსებობს იმ ფორმით, როგორიც ვიცოდით და ნოსტალგია აქ ვერაფერში გვეხმარება. ფაქტია, ამერიკელები ახლა ძალიან, ძალიან გადამწყვეტად მისდევენ საკუთარ ინტერესებს და ამაზე ჩვენი ერთადერთი პასუხი შეიძლება, იყოს ჩვენივე ინტერესების დაცვა“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

ამასთან, უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ უკრაინა თუ დაეცემა, პუტინი არ გაჩერდება.

banner
წინა სტატიაშიიტალია და ბელგია “გაყინული რუსული აქტივების” გეგმის წინააღმდეგი არიან
შემდეგი სტატიათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა VII კორპუსი სახელწმიფოს უსასყიდლოდ გადასცა