4.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

“ევროპის ურთიერთდაცვის პუნქტი უნდა ამოქმედდეს”- ევროკომისიის პრეზიდენტი

“ევროპა უფრო დამოუკიდებელი უნდა გახდეს – სხვა არჩევანი არ არსებობს”,_ აღნიშნული განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა.

“ევროპული ცხოვრების წესი – ჩვენი დემოკრატიული საფუძველი და ჩვენი მოქალაქეების ნდობა – ახალი გამოწვევების წინაშე დგას. ყველაფერში, ტერიტორიებიდან დაწყებული ტარიფებითა და ტექნოლოგიური რეგულაციებით დამთავრებული“, – თქვა მან, მსუბუქად შენიღბული მინიშნებით აშშ-ზე, მაგრამ ასევე რუსეთის მიმდინარე აგრესიით უკრაინის წინააღმდეგ.

ეს დამოუკიდებლობა უნდა იყოს ფართომასშტაბიანი და მოიცავდეს ისეთ სფეროებს, როგორიცაა “თავდაცვა და ენერგეტიკა. ეკონომიკა და ვაჭრობა. ნედლეული და ციფრული ტექნოლოგიები“, – თქვა მან სიტყვით გამოსვლისას.

ფონ დერ ლაიენის თქმით, ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ სიტყვა “დამოუკიდებლობა” ეწინააღმდეგება ჩვენს ტრანსატლანტიკურ კავშირს. მაგრამ პირიქითაა სიმართლე. დამოუკიდებელი ევროპა ძლიერი ევროპაა. ძლიერი ევროპა კი უფრო ძლიერ ტრანსატლანტიკურ ალიანსს ქმნის.

„მე მჯერა, რომ დადგა დრო, რომ ევროპის ურთიერთდაცვის პუნქტი ამოქმედდეს. ურთიერთდაცვა ევროკავშირისთვის არჩევითი არ არის. ეს ჩვენივე ხელშეკრულების – 42(7) მუხლის – ვალდებულებაა. საფუძვლიანი მიზეზით. ეს ჩვენი კოლექტიური ვალდებულებაა, ერთმანეთის გვერდით დავდგეთ აგრესიის შემთხვევაში. ან მარტივად რომ ვთქვათ, ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის.

ეს არის ევროპის მნიშვნელობა. მაგრამ ამ ვალდებულებას მხოლოდ მაშინ აქვს წონა, თუ ის ნდობასა და შესაძლებლობებზეა აგებული”,_ განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 

banner
წინა სტატიაშიავტომაგისტრალიდან 200 მეტრში მშენებლობა უნდა შეთანხმდეს- რომელ მონაკვეთებს შეეხება ახალი რეგულაცია
შემდეგი სტატიაავტომობილი ტრანსპორტის გაჩერებაზე შევარდა