“ევროპის უნივერსიტეტში” მულტიკულტურული ფესტივალი გაიმართება

28 ივლისს, 20:00 საათზე, “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის ეზოში მულტიკულტურული ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალში 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. დიდ სცენაზე სხვადასხვა ეროვნების მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით “ევროპის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტები წარდგებიან. ღონისძიებას ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია გაუძღვება.

ფესტივალში “ევროპის უნივერსიტეტის“ ქორეოგრაფიული ანსამბლი, პოპ ჯგუფი „გამორჩEUლი“ და EU Band მიიღებენ მონაწილეობას.

“ევროპის უნივერსიტეტის“ მულტიკულტურულ ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

ანონსი:
28 ივლისს, 20:00 საათზე, “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის ეზოში მულტიკულტურული ფესტივალი გაიმართება.

მისამართი: ირინა ენუქიძის ქუჩა N5 ა, “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტური საცხოვრებელი. Google Map

საკონტაქტო პირი: ლაურა პაპასქუა – 595801587

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში 17 წლის მოზარდი გაზსადენ მილზე ტერაქტის დაგეგმვისთვის დააკავეს
შემდეგი სტატიაჩხოროწყუში ხიდის ჩაიმტვრევას სატვირთოს მძღოლის სიციცხლე ემსხვერპლა