„ევროპის უნივერსიტეტში“ მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტების ორგანიზებით მე-20 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, კონფერენციაზე მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტების სტუდენტებმა კვლევებზე დაფუძნებული მოხსენებები წარადგინეს, რომლებიც მედიცინისა და სტომატოლოგიის სხვადასხვა აქტუალურ საკითხს შეეხებოდა.
კონფერენციაში „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებთან ერთად საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი ნაშრომები სპეციალურად დაკომპლექტებულმა სამეცნიერო კომისიამ შეაფასა. კონფერენციის დასასრულს კი საუკეთესო ნაშრომების ავტორები გამოვლინდნენ.















