“ევროპის უნივერსიტეტში” IFMSA-ის გაცვლით პროექტში მონაწილეობისთვის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი გაიმართა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 3, 2020 19:12

“ევროპის უნივერსიტეტში” IFMSA-ის გაცვლით პროექტში მონაწილეობისთვის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი გაიმართა

მნიშვნელოვანი

  • "ევროპის უნივერსიტეტში" IFMSA-ის გაცვლით პროექტში მონაწილეობისთვის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი გაიმართა

სხვა სტატიები

“ევროპის უნივერსიტეტში” მედიცინის  ფაკულტეტზე სტუდენტთა მსოფლიო ორგანიზაციის – IFMSA-ის (International Federation of Medical Students’ Association) გაცვლით პროექტში მონაწილეობისთვის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი გაიმართა.

აღნიშნული პროექტი გულისხმობს მონაწილე ქვეყნებიდან (იტალია, მოლდოვა, სერბეთი, უნგრეთი, რუმინეთი, პერუ) ერთ-ერთში სტუდენტის მიერ 2021-2022 წელს ერთთვიან (28 დღე) კლინიკური პრაქტიკის გავლას.

კონკურსის შედეგად “ევროპის უნივერსიტეტის” დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის 6 სტუდენტი შეირჩა: ალიკია ჩიპურუპალი – იტალია, საჰიშნუტა სურიაკანტ დეშმუხი – უნგრეთი, რიიტ აგარუალი – რუმინეთი, უპალ რავიშა – პერუ, ჯოჯი ჯინსი მარია – სერბეთი და რიშუ – მოლდოვა.

პროექტის თანახმად, საქართველოდან მივლინებულ “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებს ექვსი ქვეყანა უმასპინძლებს, საქართველოში კი სტუდენტები ამ ქვეყნებიდან ჩამოვლენ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში “ევროპის უნივერსიტეტი” იღებს ვალდებულებას კლინიკური პრაქტიკა დაუგეგმოს მასპინძელი ქვეყნების წარმომადგენელ 6 სტუდენტს. უნივერსიტეტი დაფარავს პროექტის ფარგლებში ჩამოსული უცხოელი სტუდენტების კლინიკური პრაქტიკის და ასევე საცხოვრებელ ხარჯებს, რის საფუძველზეც “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტები გათავისუფლებული იქნებიან მასპინძელ ქვეყანაში კლინიკური პრაქტიკის საფასურის და საცხოვრებელი ხარჯისგან.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 3, 2020 19:12