“ევროპის უნივერსიტეტსა” და “კიბერუსაფრთხოების ჯგუფს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

“ევროპის უნივერსიტეტსა” და კომპანია “კიბერუსაფრთხოების ჯგუფს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორმა ნინო ტალიაშვილმა და “კიბერუსაფრთხოების ჯგუფის” დირექტორმა ვეფხია ჭკადუამ მოაწერეს ხელი.

მხარეების თქმით, მემორანდუმის მიზანია კიბერუსაფრთხოების განვითარება და აღნიშნული მიმართულებით ეროვნული პროდუქტების შექმნის ხელშეწყობა.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები ისწრაფვიან ურთიერთობების განმტკიცებისა და განვითარებისკენ. საგანმანათლებლო თანამშრომლობის ორმხრივი დაინტერესების მიზნით, აცნობიერებენ სასწავლო პოტენციალის სრულად გამოყენების შესაძლებლობას და უმაღლესი განათლების სრულყოფას მომავალი თაობებისთვის.

banner
წინა სტატიაშილომჯარია სუბარზე – როგორც პროფესიულად, ისე მორალურად ეს განცხადება იყო უღირსი
შემდეგი სტატიადე ფაქტო ცხინავლი : საქართველოს მოქალაქე სამსახურის საძებნელად გადავიდა