“ევროპის უნივერსიტეტს” მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკების დელეგაცია ესტუმრა

საქართველოში მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკების დელეგაცია იმყოფება, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამედიცინო მიმართულებით გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს მართავენ.

მსგავსი სახის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა დღეს “ევროპის უნივერსიტეტში” გაიმართა.

სტუმრებს უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ტალიაშვილმა, მედიცინის ფაკულტეტის დეკანთან და პროგრამის ხელმძღვანელებთან ერთად უმასპინძლა.

როგორც მიუნხენის საუნივერსიტეტი კლინიკების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მათი სურვილია, საქართველოში როგორც სასწავლო პროცესებს, ასევე კლინიკურ განვითარებას გაეცნონ.

მათივე თქმით, დღეს ეცნობიან “ევროპის უნივერსიტეტს” და სამომავლო თანამშრომლობის გზებს გეგმავენ, რაც კლინიკურ, ორმხრივ გაცვლით პროგრამებსა და ასევე სასწავლო პროცესში ჩართულობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში14 ივნისიდან N50 ავტობუსის მარშრუტში ცვლილება განხორციელდება
შემდეგი სტატიაველოდებით ბოდიშს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით – ნიკა გვარამია ნინოწმინდის პანსიონზე