ევროპის უნივერსიტეტს ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში მალაგას უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეწვივნენ

ევროპის უნივერსიტეტს ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში მალაგას უნივერსიტეტის (ესპანეთი) აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ეწვია.

შეხვედრას ევროპის უნივერსიტეტის საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯმენტის წარმომადგენლები, რელევანტური საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები და განმახორციელებელი პერსონალი ესწრებოდა, რომლის ფარგლებშიც მალაგას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ევროპის უნივერსიტეტის ყოველდღიურ სამუშაო პროცესს, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცედურებსა და ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკას გაეცნენ, ხოლო აკადემიურმა პერსონალმა ინფორმაცია საგანმანთლებლო პროგრამების კონტენტის, კვლევითი ინსტიტუტების საქმიანობისა და ლექტორების ექსტრაკურიკურალური აქტივობების შესახებ მიიღო.

ვიზიტის ფარგლებში მალაგას უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და მედიცინის კორპუსები და ახლად აშენებული სტუდენტური საცხოვრებელი მოინახულეს.

აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლების საპასუხო ვიზიტი მალაგას უნივერსიტეტში, რაც პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კიდევ უფრო გააღრმავებს თანამშრომლობას არა მხოლოდ ინსტიტუციონალური, არამედ ინდივიდუალური თვალსაზრისით, აკადემიური კოლაბორაციებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაცვლის გზით.

banner
წინა სტატიაშისაბურთალოს რაიონში 126 სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორცილედა
შემდეგი სტატია„ევროპულმა საქართველომ“ საქალაქო სასამართლოს მიმართა