“ევროპის უნივერსიტეტმა” ადმინისტრაციის თანამშრომლები და აკადემიური პერსონალი დააჯილდოვა

“ევროპის უნივერსიტეტის“ მმართველმა რგოლმა თანამშრომელთა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით ადმინისტრაციის თანამშრომლები და აკადემიური პერსონალი დააჯილდოვა.

“ევროპის უნივერსიტეტის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ამჯერად 80 თანამშრომელი დაჯილდოვდა, მათ შორის ადმინისტრაციული პერსონალის 55 წარმომადგენელი და 25 აკადემიური და მოწვეული პერსონალი.

ღონისძიება მედიცინის ფაკულტეტის კორპუსის ეზოში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა და ის “ევროპის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტმა ლაშა კანდელაკიშვილმა გახსნა, რომელმაც თანამშრომლებს და აკადემიურ პერსონალს მიღწეული შედეგებისთვის მადლობა გადაუხა.

ამასთან, უნივერსიტეტის პრეზიდენტმა გასული სასწავლო წელი შეაჯამა და აკადემიურ პერსონალს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს სამომავლო გეგმები გააცნო.

თანამშრომლებს სპეციალური სიგელები და დიპლომები უნივერსიტეტის რექტორმა თამარ კერძაიამ უნივერსიტეტის ვიცე-რექტორებთან და ფაკულტეტის დეკანებთან ერთად გადასცა.

“ევროპის უნივერსიტეტს“ შემუშავებული აქვს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხდება ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის შეფასება. ადმინისტრაციული თანამშრომლები ფასდებიან 360-გრადუსიანი შეფასებით, რომელშიც მონაწილეობენ, როგორც უშუალო ხელმძღვანელები, ასევე კოლეგები, დაქვემდებარებულები და სტუდენტები.

აკადემიური პერსონალის შეფასება კი გულისხმობს მათი აკადემიური და სამეცნიერ-კვლევითი საქმიანობის შეფასებას, რომელშიც ჩართული არიან როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ასევე სტუდენტები.

banner
წინა სტატიაშივინ აიცრება პირველ რიგში გრიპის ვაქცინით ?
შემდეგი სტატიაიმნაძე : სტადიონზე შეკრებილებს ბებიები და ბაბუები ხომ ჰყავთ?! მეტს არაფერს არ ვიტყვი