“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტურმა თვითმმართველობამ სპორტის ფედერაციის მიერ დაგეგმილ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტურმა თვითმმართველობამ საქართველოს სპორტის ფედერაციის მიერ დაგეგმილ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ცენტრალიზებული გასვლითი სამუშაო შეხვედრა დაბა ბაკურიანში განხორციელდა და მიზნად ისახავდა საერთაშორისო ღონისძიებებისათვის ორგანიზებულად მომზადების, ასევე 2022 წლის ეფექტური სპორტული კალენდრის შემუშავებას.

შეხვედრაში საქართველოში არსებული სპორტული ფედერაციები, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სპორტისა და კულტურის სამსახურები და სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„ევროპის უნივერსიტეტიდან“ ოთხდღიან გასვლით სამუშაო შეხვედრაში ჩართული იყვნენ თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი კახა ფუტკარაძე და სტუდენტები: ნინო ჭიპაშვილი, თემო წაქაძე და თეონა კუპრაშვილი.

სტუდენტური აქტივობის სახით, ასევე ჩატარდა ფრენბურთის ტურნირი, რომელშიც „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებმა საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხეს.

წინა სტატიაშიდაჭრა წეროვანში
შემდეგი სტატიაბაქომ მოახერხა ერევნის დარწმუნება, რომ საავტომობილო გზის გახსნა გარდაუვალია