“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტები სტრასბურგის სასამართლოს სარჩელს ამზადებენ

“ევროპის უნივერსიტეტის” სამართლებრივი დახმარების ცენტრი მოქალაქეთა დამხარებას აგრძელებს.

სტუდენტები ამჯერად სამართლებრივი დახმარების ცენტრის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტის ლექტორების ზედამხედველობით, სტრასბურგის სასამართლოს სარჩელს ამზადებენ, რომელიც ერთ-ერთი მოქალაქის საკუთრების უფლების დარღვევას ეხება.

“ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და სხვადასხვა სფეროში მათ ინტეგრაციაზე, რაც გულისხმობს მათ ჩართულობას პრაქტიკულ სამუშაოებში. სწორედ ამიტომ უნივერსიტეტში არსებობს სამართლებრივი დახმარების ცენტრი, სადაც სტუდენტები ლექტორების მეთვალყურეობით, სხვადასხვა პირებს სამართლებრივ დახმარებას უწევენ”, – განაცხადა სამართლის პროგრამის ხელმძღვანელმა თათული დოლიძემ.

სამართველბრივი დახმარების ცენტრი “ევროპის უნივერსიტეტში” წელიწადზე მეტია, ფუნქციონირებს.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი : ნიკა მელიას მოეხსნა სამაჯური, აღარ არის ვალდებული სახლში იყოს და გადაადგილებაზე თავი შეიზღუდოს, დაუბრუნდა ყველა სახის დოკუმენტი
შემდეგი სტატიაჩუგოშვილი: ეს იყო ოცნების ხელისუფლებაში ჩატარებული ყველაზე ცუდი არჩევნები