“ევროპის უნივერსიტეტის” სამი სტუდენტი სწავლას პოლონეთსა და ბულგარეთში გააგრძელებს

“ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ლანა ნავროზაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი გიორგი ლოთიშვილი სწავლას ვარშავაში არსებულ ვისტულას უნივერსიტეტში გააგრძელებენ.

სტუდენტები პოლონეთში 2020 წლის 3 ოქტომბერს მიემგზავრებიან. მათი საერთაშორისო მობილობის პერიოდი 2020-2021 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრს მოიცავს.

ამასთან, ტურიზმის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მანანა ტყემალაძე 2020-2021 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრს ვარნას მენეჯმენტის უნივერსიტეტში გაატარებს. ის ბულგარეთში, 4 ოქტომბერს მიემგზავრება.

თითოეულ სტუდენტს “ევროპის უნივერსიტეტმა” სრულად დაუფარა საერთაშორისო მობილობასთან დაკავშირებულ შემდეგი ხარჯები: სწავლის გადასახადი, ავიაბილეთის საფასური და საცხოვრებელი.

ევროპის უნივერსიტეტი საქართველოში 2012 წელს დაფუძნდა და სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, უცხოელი სტუდენტების ადგილზე განათლების მიღების უზრუნველყოფასაც ახორციელებს. უნივერსიტეტში ქართველ სტუდენტებთან ერთად 900 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე იღებს განათლებას, მათ შორის სამედიცინო მიმართულებით.

banner
წინა სტატიაშითეთრიწყაროში კახა ოქრიაშვილის სარეკლამო ბანერები დააზიანეს
შემდეგი სტატია„პატრიოტთა ალიანსი“ არის ძალა, რომელსაც კონკრეტული გეგმა გააჩნია, თუ როგორ უნდა გაერთიანდეს ქვეყანა და როგორ უნდა გამოიყვანონ ის სიღარიბიდან