“ევროპის უნივერსიტეტის“ პროფესორ გიორგი ღლონტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ავადმყოფობის შედეგად სამართლის დოქტორი, “ევროპის უნივერსიტეტის” აფილირებული პროფესორი გიორგი ღლონტი გარდაიცვალა.

ის უნივერსიტეტში აფილირებულ პროფესორად 2018 წლიდან მუშაობდა და ატარებდა ლექციებს სამართლის სკოლის სტუდენტებისათვის, იყო ამავე უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ- თანამშრომელი.

გიორგი ღლონტს ჰქონდა საერთაშორისო ორგანიზაციებში და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება. როგორც მოწვეული მკვლევარი მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან.
მუშაობდა შსს პოლიციის აკადემიაში სისხლის სამართლის კათედრის უფროსის მოადგილედ.

გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, ცხრა სახელმძღვანელო და მონოგრაფია.

“ევროპის უნივერსიტეტი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პროფესორ გიორგი ღლონტის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს. გიორგი ღლონტი იყო უნივერსიტეტის ღირსეული წარმომადგენელი, მის საქმის პროფესიონალი, რომელსაც ძალიან კარგად გამოსდიოდა სტუდენტებთან ურთიერთობა და ცოდნის გადაცემა. ის დააკლდება ყველას, ვინც იცნობდა და დააკლდება საქმეს, რომელიც ძალიან უყვარდა და გულმოდგინედ ემსახურებოდა”, – აცხადებენ “ევროპის უნივერსიტეტში”

banner
წინა სტატიაში“ჩვენი ამოცანა იქნება, რაც შეიძლება მეტმა ქართველმა მეწარმემ შეძლოს ადგილზე წარმოებული ქართული პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზარზე”
შემდეგი სტატიამდინარაძე: ისინი ვიღაცის წისქვილზე ხომ არ ასხამენ წყალს ?