“ევროპის უნივერსიტეტის” ფასადზე სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი 20-მეტრიანი დროშა გადმოიფინა

“ევროპის უნივერსიტეტის” ფასადზე ევროკავშირის გიგანტური დროშა გადმოიფინა

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით “ევროპის უნივერსიტეტის” ფასადზე სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი 20-მეტრიანი დროშა გადმოიფინა.

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დილიდან უნივერსიტეტში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სოლისტი სოპრანო მარიკა მაჩიტიძე და სიმფონიური ორკესტრის კვარტეტი.

ევროპულმა საბჭომ 14 დეკემბერს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

banner
წინა სტატიაშითბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: მინდა ეს დღე მივულოცო ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს