18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

“ევროპის უნივერსიტეტის” ინიციატივით ბავშვებისთვის უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვები მიმდინარეობს

 

“ევროპის უნივერსიტეტის” ინიციატივით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პატარებისთვის უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვები მიმდინარეობს.

სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში ბავშვების უფასო გამოკვლევებში “ევროპის უნივერსიტეტის” პროფესორებმა, სხვადასხვა დარგის პროფესიონალმა ექიმებმა მიიღეს მონაწილეობა.

გასინჯვების პარალელურად მოზარდებს “ევროპის უნივერსიტეტში” სხვადასხვა ღონისძიებებით უმასპინძლეს. სადღესასწაულო გარემო ანიმატორებმა და ბავშვებისთვის საყვარელმა ანიმაციურმა გმირებმა შექმნეს.

ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში დღეს “ევროპის უნივერსიტეტის” სტომატოლოგიური კლინიკა “EU Dent-ში ბავშვებისთვის უფასო სტომატოლოგიური მომსახურება ტარდება.

დღის ბოლოს “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტური კაპელა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ პირველ სოლო კონცერტს გამართავს.

banner
წინა სტატიაშიბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი 2 ივნისს ოფიციალურად ამოქმედდება
შემდეგი სტატიასააკაშვილი: სომხეთის მიმართ პუტინის მუქარა საშიშია – რუსეთმა შესაძლოა საქართველოს ოკუპაციაც მოახდინოს