ევროპის წამლის სააგენტო​ -„ასტრაზენეკას“ ვაქცინა არის უსაფრთხო და ეფექტური

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა არის უსაფრთხო და ეფექტური, – ამის შესახებ ევროპის წამლის სააგენტოს დირექტორმა, ემერ კუკმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ვაქცინის შესაძლო გვერდით ეფექტებთან დაკავშირებით მოკვლევის შედეგები საზოგადოებას გააცნო.

„ჩვენმა ექსპერტთა კომიტეტმა „ასტრაზენეკათი“ აცრილთა შორის სისხლის თრომბის შემთხვევების შესწავლისას დაადგინა, რომ ეს არის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა მისი სარგებელი ხალხის „კოვიდ-19“-ისგან დაცვაში აღემატება შესაძლო რისკებს. კომიტეტმა ასევე დაადგინა, რომ ვაქცინა არ არის დაკავშირებული თრომბოემბოლიური მოვლენების ან სისხლის კოლტების საერთო რისკის ზრდასთან“, – განაცხადა ემერ კუკმა.

მისივე თქმით, გამოძიებისას და შესწავლისას გამოვლინდა შემთხვევათა მცირე რაოდენობა იშვიათი და უჩვეულო თუმცა, შედედების ძალიან სერიოზული დარღვევა, შემთხვევების უფრო დეტალურად შესწავლის წინაპირობა გახდა.

„მტკიცებულებაზე დაყრდნობით და ღრმა ანალიზის შემდეგ, რომელიც მოიცავდა კლინიკურ ანგარიშებისა და გაკვეთის დასკვნებს, ჩვენ საბოლოოდ მაინც ვერ გამოვრიცხავთ კავშირს ამ შემთხვვევებსა და ვაქცინასაც შორის. ამის გამო, კომიტეტი რეკომენდაციას იძლევა გაიზარდოს ცნობიერება ამ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით და დავრწმუნდეთ, რომ ისინი გაწერილია პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ფურცელზე. ყურადღების გამახვილება ამ შესაძლო იშვიათ მდგომარეობაზე, მედიკოსებისა და ვაქცინირებული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება, დაეხმარება დაფიქსირდეს და შემსუბუქდეს ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტი“, – განაცხადა ემერ კუკმა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიდევიდ კრამერი: მე არ მესმის, როგორ უნდა შედგეს კომპრომისი, თუკი ნიკა მელია იქნება ციხეში
შემდეგი სტატიალევან რატიანი: ჩვენი პირველი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეს პაციენტი შოკური მდგომარეობიდან