ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის პროგრამა გაგრძელდება

მივიღეთ გადაწყვეტილება, აღვადგინოთ ის პროგრამა, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან გამოგვყავდა ჩვენი თანამემამულეები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველოს საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტრო ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკების პროცესშია.

„ჩვენ ბევრი ინფორმაცია შემოგვდის ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ემიგრანტების მდგომარეობაზე ევროპის სხვადასხვა ქალაქებში. ეს ყველფერი დროში რომ არ გაჭიანურდეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, აღვადგინოთ ის პროგრამა, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან გამოგვყავდა ჩვენი თანამემამულეები. ეკონომიკის სამინისტროს აქვს დავალება მიღებული, რომ სასწრაფოდ, ორშაბათისთვის უნდა არსებობდეს კონკრეტული განრიგი ჩვენი მოქალაქეებისთვის ბილეთის მისაღები ფასებით, ეს არ უნდა იყოს 200 ევროზე მეტი და არ უნდა იყოს ის კატასტროფული ფასები, რომლებზეც ჩვენ გვსმენია. ამიტომ ეკონომიკის სამინისტრომ მიიღოს დავალებად, რომ ეს არ განახორციელოს ერთმა ავიაკომპანია, უნდა იყოს რამდენიმე ავიაკომპანია. ეს უნდა იყოს მორგებული ჩვენს მოქალაქეებზე, ემიგრანტებზე, რომლებიც სასწრაფოდ გვყავს სხვადასხვა ქალაქებიდან გამოსაყვანი. ამიტომ ორშაბათს უნდა არსებობდეს შესაბამის საინფორმაციო რესურსებზე კონკრეტული განრიგი რეისების, კონკრეტული ქალაქებიდან, როდის დაიწყება ფრენები უახლოეს პერიოდში და რომელი ქალაქებიდან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიაბიტურიენტს გამოცდის დროს პირბადის მოხსნის საშუალება ექნება, გარკვეულ პირობებში შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვაც
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : ყველამ, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკურ პლატფორმას წარმოვადგენთ, პოზიტიური როლი უნდა შევიტანოთ ისტორიულ პროცესში, რომელიც უნდა დაგვირგვინდეს დემოკრატიული არჩევნებით